კულება: "წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იმ იარაღს მიიღებს, რომლის მიღება შარშან ვერ მოხერხდა"
06/01/2023 08:20:01 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, წელს უკრაინა მოკავშირეებისგან იმ იარაღს მიიღებს, რომლის მიღება შარშან ვერ მოხერხდა.
"ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში "ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს" მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა გადამწყვეტ ფაზაში შედის და უკრაინელებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - უკრაინის გამარჯვება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში სტაბილური, სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


