Accentnews.ge
აშშ – ბახმუტისადმი პრიგოჟინის ინტერესი საბადოებს უკავშირდება

აშშ – ბახმუტისადმი პრიგოჟინის ინტერესი საბადოებს უკავშირდება

06/01/2023 06:57:57 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტისადმი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელ ევგენი პრიგოჟინის ინტერესს განაპირობებს ამ რაიონში არსებული მარილის და თაბაშირის საბადოები, – იუწყება Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, სწორედ ფულია მოტივი, რომლის გამოც რუსეთი და პრიგოჟინი ბახმუტით „შეპყრობილი“ არიან.

ბახმუტის რაიონში მდებარეობს ევროპაში უდიდესი მარილის საბადო.

რუსეთი რეგულარული არმიის ქვედანაყოფების და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეშვეობით დიდი ხანია, უშედეგოდ ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S