
აშშ ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებას "ცინიზმს" უწოდებს
06/01/2023 06:29:03 მსოფლიო
აშშ ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებას "ცინიზმს" უწოდებს.
"რუსეთს მშვიდობა რეალურად რომ უნდოდეს, საკუთარ ჯარს გაიყვანდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან", – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.