Accentnews.ge
აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს  „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

06/01/2023 06:22:46 მსოფლიო

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ხოლო გერმანია – დაჯავშნული საბრძოლო მანქანები „მარდერი“, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმების მოსაგერიებლად, გერმანია გადასცემს კიევს „პეტრიოტის” საზენიტო კომპლექსების ბატარეას. ანალოგიურ სისტემას უკრაინას აშშ-იც დაჰპირდა, როგორც პენტაგონში აცხადებენ, აღჭურვილობა კიევში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.

ამერიკული მედია იუწყება, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს. პაკეტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და ის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ შეიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S