
გერმანიამ უკრაინისთვის Patriot–ების გაგზავნა დააანონსა
06/01/2023 05:48:39 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინისთვის Patriot–ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნა დააანონსა. ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკისა და გერმანიის ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ბაიდენმა და შოლცმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ კიევის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამდე, სადამდეც იქნება ეს საჭირო.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ სთხოვა თავის დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ს მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს.
ადრე მედიაში გავრცელდა ცნობები უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამი მილიარდი დოლარის ღირებულების ამ პაკეტში შევა 50 ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი Bradley. ასევე გერმანია უკრაინას გადასცემს 20-დან 40-მდე ერთეულ ქვეითთა დაჯავშნილ მანქანა Marder-ს.
მიმდინარე წლის დასაწყისში კიევისთვის მსუბუქი ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა.