შარლ მიშელი: "ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა"
06/01/2023 05:42:57 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა".
„არის აგრესორი - ესაა კრემლი. არის მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების წყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები", – განაცხადა მიშელმა.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.


