Accentnews.ge
კულება – ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადება არ უნდა იყოს სერიოზულად აღქმული

კულება – ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადება არ უნდა იყოს სერიოზულად აღქმული

05/01/2023 19:32:22 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადება არ უნდა იქნას სერიოზულად აღქმული.

"პრეზიდენტმა ზელენკიმ შესთავაზა რუსეთს მშვიდობის ნათელი ფორმულა, რომელიც შედგება ათი ნაბიჯისგან. რუსეთი ამას იგნორირებას უკეთებს და ამის ნაცვლად შობის ღამეს ხერსონს ბომბავს, ახალ წელს მასობრივი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. მათი ამჟამინდელი „ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა“ არ შეიძლება იყოს სერიოზულად აღქმული და არც უნდა იყოს სერიოზულად აღქმული", – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S