Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა"

05/01/2023 19:24:24 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა.

„როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S