Accentnews.ge
პოდოლიაკი ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებას ეხმიანება: "თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ"

პოდოლიაკი ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებას ეხმიანება: "თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ"

05/01/2023 16:46:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებას ეხმიანება და მას "თვალთმაქცობას" უწოდებს.

"პირველი, უკრაინა არ ესხმის თავს უცხო ქვეყნის ტერიტორიას და არ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორც ამას რუსეთის ფედერაცია აკეთებს. უკრაინა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ ოკუპანტების სამხედროებს ანადგურებს. მეორე, რუსეთის ფედერაციამ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება "დროებითი ზავი". თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S