გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
05/01/2023 15:09:29 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სარაკეტო სისტემებს, "დრონებს" და უპილოტო თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს.
გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში გაიგზავნა: "დრონების" აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი“ თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით; 17 8x8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი; თვალთვალის და დისტანციური მართვის 7 მანქანა;63 პიკაპი; 70 მმ კალიბრის 20 გამშვები სატვირთო მანქანა რაკეტებით; 21 გენერატორი; 32 მობილური გათბობის სისტემა;სასწრაფო და სასაზღვრო პატრულის 7 მანქანა;36 ათასი შალის საბანი.


