
სტოლტენბერგი: "რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემთხვევაშიც შენარჩუნდება"
05/01/2023 13:48:37 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლენბერგის განცხადებით, "რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემთხვევაშიც შენარჩუნდება".
მისი თქმით, მოსკოვი დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს, რაც რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს.
"თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ეს ომიც ასე დასრულდება. თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის წარმატება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ პროგრესზე. ამ ეტაპამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება ევროპაში სამუდამოდ შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემთხვევაშიც შენარჩუნდება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.