
"მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და ომი უკრაინაში"
05/01/2023 13:37:18 პოლიტიკა
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლენბერგის განცხადებით, "მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და ომი უკრაინაში"
"სადღეისოდ ავტორიტარული რეჟიმები იზრდება. დემოკრატია უკან იხევს. დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე მეტად პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომით ჩანს. სისასტიკემ ბევრი შეძრა. მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვიხილეთ ამ ომის მოახლოება. ეს არის იმ სქემის ნაწილი, რომლის დროსაც მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ნატო–ში ჩვენ ასევე გვქონდა ზუსტი მონაცემები საზღვრის გასწვრივ რუსული ჯარების მოწყობისა და მათი კონკრეტული გეგმების შესახებ.ჩვენ ამ ინფორმაციას ვაქვეყნებდით და თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით შესაძლო შემოჭრის შესახებ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც გადაწყვიტა შეტევა. შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები და მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო წარმოდგენილობა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ეს არ არის კონფლიქტის პროვოცირება, არამედ ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინის ომი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად ნატო–სა და რუსეთს შორის. ძლიერი თავდაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.