
გერმანიის ვიცე -კანცლერი: "უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს მოვარგებთ"
05/01/2023 13:12:07 მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ყოველთვის ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს მოარგებს.
„ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენ ყოველთვის მოვარგებთ ჩვენს მიწოდებას ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
გუშინ ცნობილი გახდა,საფრანგეთის მთავრობა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, AMX-10 RC ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანებს გაუგზავნის. ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს სხვა ქვეყნებს უფრო მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობას აჩვენებს.