Accentnews.ge
პუტინი – ერდოღანს: "კიევს მოუწევს, შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"

პუტინი – ერდოღანს: "კიევს მოუწევს, შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"

05/01/2023 13:04:11 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს, შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას.

„ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

მისი ცნობით, "თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს":

„რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დასავლური სახელმწიფოების დესტრუქციულ როლს, კიევში იარაღის გაგზავნითა და ოპერატიული ინფორმაციისა და მითითების მიწოდებით“.

მანამდე, ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.

"ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადოს", – აცხადებენ ანკარაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S