პოდოლიაკი რუსეთის პატრიარქის მოწოდებას "საშობაო ზავის" თაობაზე "პროპაგანდის ელემენტად" აფასებს
05/01/2023 12:56:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პატრიარქის მოწოდებას "საშობაო ზავის" თაობაზე "პროპაგანდის ელემენტად" აფასებს.
"რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც "ომის პროპაგანდისტი". მან მოუწოდა რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია", – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.


