
პატრიარქი – სააკაშვილს: გისურვებთ ღვთის შეწევნას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად
05/01/2023 12:29:00 საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.
როგორც სააკაშვილის ადვოოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, პატრიარქი სააკაშვილს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.