Accentnews.ge
უკრაინაში მებრძოლი ქართველები სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ

უკრაინაში მებრძოლი ქართველები სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ

05/01/2023 10:41:53 საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი 100-მდე ქართველი მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე მებრძოლმა წერილი მიიტანა.

„ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ – გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S