
ფილიპ რიკერი კავკასიის მოლაპარაკებებში უფროსი მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა
05/01/2023 10:19:39 პოლიტიკა
აშშ-ის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
"აღნიშნულ თანამდებობაზე ელჩ რიკერის მუშაობამ ხელი შეუწყო სტრუქტურირებული პროცესის წარმართვას პრობლემურ რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ სომხეთ – აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევას ისევე, როგორც ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. გასული წლის აგვისტოში ელჩი რიკერის დანიშვნის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ იგი ამ თანამდებობაზე მოკლე ვადით, გასული წლის ბოლომდე იმუშავებდა.
ელჩი რიკერის თანამდებობიდან წასვლა არანაირად აფერხებს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღთან დაკავშირებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარებას", – განაცხადა პრაისმა.
მან დიპლომატს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.