Accentnews.ge
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

05/01/2023 10:11:50 მსოფლიო

მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ენერგეტიკის საკითხები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები, ასევე რეგიონული პროცესები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და სირიის საკითხი".

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის, თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საგზაო რუკის დასასრულებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S