Accentnews.ge
რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" მოწოდებით გამოვიდა

რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" მოწოდებით გამოვიდა

05/01/2023 09:55:51 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიურმა მხარდამჭერმა, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა „შინაბრძოლის კონფლიქტში“ ჩართულ „ყველა მხარეს“ მოუწოდა „საშობაო ზავის“ გამოცხადებისკენ.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ არის „ყველა მხარე“ და ნახსენები არ არის რუსეთი, ან უკრაინა.

პატრიარქ კირილის მოწოდებაა, რომ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლი შეწყდეს, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ საშობაო წირვებზე დასწრება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო პატრიარქ კირილისთვის სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და კანადას. რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ევროკავშირისგან ჯერ–ჯერობით უშედეგოდ მოითხოვს გაერთიანების წევრი რამდენიმე სახელმწიფო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S