ტაივანმა გააფართოვა იმ მაღალტექნოლოგიური საქონლის სია, რომელის ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში აკრძალულია
05/01/2023 09:18:40 მსოფლიო
ტაივანმა გააფართოვა იმ მაღალტექნოლოგიური საქონლის სია, რომელის ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში აკრძალულია.
შესაბამისი ცვლილება ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ "რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტირებული მაღალტექნოლოგიური საქონლის სიაში“ 2023 წლის 4 იანვარს შეიტანა. გადაწყვეტილების შედეგად აიკრძალება იმ მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა, სამხედრო მიზნებით იქნას გამოყენებული.
ახალი შეზღუდვები ძირითადად დაკავშირებულია ბირთვული ენერგიის ნივთიერებებთან, სხვადასხვა საქონელთან და მასალებთან, ქიმიურ ნივთიერებებთან და საჩარხო ინსტრუმენტებთან.


