Accentnews.ge
უკრაინა – "ვაგნერმა" პატიმართა დაქირავება ჩეჩნეთშიც დაიწყო

უკრაინა – "ვაგნერმა" პატიმართა დაქირავება ჩეჩნეთშიც დაიწყო

05/01/2023 09:06:24 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ჩეჩნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების დაქირავებაც დაიწყო. უწყების ცნობით, ამ პატიმართა დიდი ნაწილი პოლიტიკური მოტივით ყალბი ბრალდებებითაა გასამართლებული.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ჩეჩნეთის №2 და №3 კოლონიებიდან უკვე „მობილიზებულია“ 50-ზე მეტი პატიმარი, ამ დაწესებულებების თანამშრომლებთან კი, მიმდინარეობს მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ინფორმაციის გაჟონვა.

კრემლი "პუტინის მზარეულად" წოდებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S