Accentnews.ge
ბულგარეთი ატომური ელექტროსადგურისთვის რუსულ საწვავზე უარს ამბობს

ბულგარეთი ატომური ელექტროსადგურისთვის რუსულ საწვავზე უარს ამბობს

05/01/2023 08:35:07 მსოფლიო

ბულგარეთის ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა ფრანგულ კომპანია Framatome-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ბირთვული საწვავის მიწოდების შესახებ, აღნიშნულის მიზეზი უკრაინის ომის ფონზე რუსეთიდან მიწოდებულ საწვავზე უარის თქმაა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "კოზლოდუის" ატომური ელექტროსადგური მდინარე დუნაიზე ამჟამად რუსულ საწვავს იყენებს 1000 მეგავატიანი ორი საბჭოთა დროინდელი რეაქტორისთვის. საუბარია მე-5 და მე-6 ენერგობლოკებზე. დარჩენილი ოთხი დაიხურა.

«Росатома»-თან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს იწურება. რის შემდეგაც ერთ-ერთ რეაქტორს ბირთვულ საწვავს ბულგარეთს ფრანგული კომპანია მიაწვდის. ხელშეკრულება 10 წლიანია. მანამდე "კოზლოდუის" ატომურმა ელექტროსადგურმა ხელი მოაწერა მსგავს კონტრაქტს აშშ-ში დაფუძნებულ Westinghouse Electric Sweden-თან, სხვა მოქმედი რეაქტორისთვის 2024 წლიდან საწვავის მიწოდებაზე.

"ორი შეთანხმების გაფორმებით ბულგარეთმა ერთადერთი ატომური ელექტროსადგურისთვის ბირთვული საწვავის მარაგების სრულ დივერსიფიკაციას მიაღწია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა როზენ ჰრისტოვმა ხელმოწერის ცერემონიაზე. "მიზანი მიწოდების უწყვეტობა და უსაფრთხო ოპერირებაა", - დასძინა მან.

კოზლოდუის ატომური ელექტროსადგური ბულგარეთს ელექტროენერგიის მესამედზე მეტს აწვდის და ბალკანეთის ქვეყნებში მთავარი ექსპორტიორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S