
კალიფორნიაში ხანძრის გამო ევაკუირებულთა შორის ექს–გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერიცაა
29/10/2019 06:39:39 სხვა, მსოფლიო
კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესს ბევერლი ჰილზის მხრიდან მიუახლოვდა. შტატის ჩრდილოეთით 180,000-მდე ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს. ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სონომას ოლქში მდებარე ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანდა. ცეცხლი 12,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.