Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო - რუსეთის მოქალაქეებს: რაც ხდება, არ გეკადრებათ, თქვენ მეტს იმსახურებთ

აშშ-ის საელჩო - რუსეთის მოქალაქეებს: რაც ხდება, არ გეკადრებათ, თქვენ მეტს იმსახურებთ

05/01/2023 08:09:22 მსოფლიო

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ვიდეო-მიმართვა „რუსეთის ხალხისადმი“, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც, როგორც გზავნილშია ნათქვამი, „უფრო მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად“ ისწრაფვიან.

ვიდეოში მოცემულია ისტორიული მოვლენების კადრები, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, კოსმოსური რბოლა, კადრებს ახლავს რუსული სუბტიტრები:„ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობდნენ მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად, თქვენს ლიტერატურას ასწავლიან ჩვენს სკოლებში, თქვენი ნამუშევრები (მუსიკალური. - რედ.) შესრულებულია ჩვენს ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებებში, ისტორიის მანძილზე ჩვენს ქვეყნებს საერთო კულტურა აქვთ. მიღწევები. მიგვაჩნია, რომ იმას, რაც ხდება, თქვენ არ იმსახურებთ“, - ნათქვამია მიმართვაში. სიტყვებს „თქვენ არ იმსახურებთ იმას, რაც ხდება“ უკრაინის ომის ამსახველი კადრები აქვს ფონად, სოლიდარობის შესახებ მიმართვას კი რუსების პროტესტი ომის წინააღმდეგ.

ივნისში მოსკოვის მერიამ ქუჩის სახელწოდება, სადაც აშშ-ს საელჩოა განთავსებული შეცვლა. მას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. ამის შემდეგ ამერიკის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მისამართი, როგორც ასეთი, თავისი ვებგვერდის მთავარი გვერდიდან ამოიღო. ქუჩის სახელის ნაცვლად ახლა მითითებულია კოორდინატები: 55.75566° N, 37.58028° E.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S