Accentnews.ge
კირბი – HIMARS–ით იერიშის შედეგად რუსი მობილიზებულების მასობრივი მსხვერპლის თაობაზე: "ადმინისტრაციის მხრიდან შეშფოთება საერთოდ არ არის, წერტილი"

კირბი – HIMARS–ით იერიშის შედეგად რუსი მობილიზებულების მასობრივი მსხვერპლის თაობაზე: "ადმინისტრაციის მხრიდან შეშფოთება საერთოდ არ არის, წერტილი"

05/01/2023 07:26:00 მსოფლიო

თეთრი სახლის მაღალჩინოსანი ჯონ კირბი დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში მდებარე რუსულ ყაზარმაზე ამერიკული წარმოების HIMARS–ით განხორციელებული შეტევის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მომხდარის გამო ადმინისტრაციის მხრიდან შეშფოთება საერთოდ არ არის".

"ეს ომია. ისინი [რუსები] შემოიჭრნენ და უკრაინელები პასუხობენ და თავს იცავენ. რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამიზნეები არიან, წერტილი", – განაცხადა კირბიმ.

რაც შეეხება მსხვერპლის შესახებ აშშ–ის მონაცემებს, მან შემდეგი განაცხადა:

"არ ვაპირებ მათი რაოდენობის დათვლას. ეს ომია. ომი კი სისხლიანი საქმეა“.

ცნობისთვის: გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში მდებარე რუსულ ყაზარმაზე შეტევისას დაღუპული მობილიზებულების რაოდენობა გაიზარდა. უწყების ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 89 რუსი სამხედრო. მანამდე თავდაცვის სამინისტრო 63 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვაზე იუწყებოდა.

ოფიციალური ინფორმაციის განსხვავებით, რუსული მედია ასობით დაღუპულზე საუბრობს.

რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ობიექტზე დარტყმა ახალი წლის ღამეს HIMARS-ის სისტემის მაღალი სიზუსტის რაკეტით მოხდა.

ომის მხარდამჭერი რუსული არხი „ცარგრადი“ იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობას „ასეულობით“ აფასებენ. პრორუსული არხი „ოპერატივნიე სვოდკი“ 500 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო ტელეგრამ–არხზე წერს, რომ ლიკვიდირებულია 400 ადამიანი და 300 დაიჭრილია.

რუსეთის არმია არ ასაჯაროებს უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარ დანაკარგებს. პენტაგონმა ნოემბერში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 100-100 ათასია თითოეულ მხარეს.

რუსეთში სექტემბერში გამოცხადდა მობილიზაცია. დაგეგმილი იყო 300 ათასი ადამიანის გაგზავნა ჯარში. მობილიზებულებს არაერთხელ დაუჩივლიათ არასათანადო მომზადებისა და აღჭურვის, ასევე ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S