ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა
05/01/2023 06:45:54 მსოფლიო
ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა.
აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია 155 კალიბრიანი M109 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებიდან ცეცხლის გასახსნელად, რომელიც ნორვეგიამ მანამდე მიაწოდა უკრაინას.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას წელსაც გააგრძელებს.
"უკრაინას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით და საკუთარი ძალების მომზადების კუთხით. ნორვეგიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2022 წელს და გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას უკრაინის მხარდაჭერაში 2023 წელს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


