Accentnews.ge
ISW – რუსული ძალები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა "დრონს" გამოიყენებენ

ISW – რუსული ძალები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა "დრონს" გამოიყენებენ

05/01/2023 06:38:50 მსოფლიო

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა დრონს გამოიყენებენ.

ISW-ს ცნობით, რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ "დრონებს" უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიაში და სავარაუდოდ, ამ სისტემების ამჟამინდელი მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურეს.

"რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას ირანთან, რათა უზრუნველყოს უფრო ზუსტი მართვადი იარაღის სისტემები უკრაინაში გამოსაყენებლად. რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა, 1750 "დრონს" ამოწურავენ, თუ მათ იმავე ტემპით გამოიყენებენ, როგორც სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში", - აცხადებს ISW.

დეკემბრის ბოლოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დაახლოებით 660 უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, კონტრაქტის თანახმად, ირანს რუსული მხარისთვის 1750 "დრონი" უნდა გადაეცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S