Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

05/01/2023 05:57:34 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 13 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დონეცკის ოლქის ქალაქების: ბახმუტის, კონსტანტინოვკის და კურახოვოს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგე არტილერიის და ტანკების გამოყენებითაც უტევდა ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს. ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი კა-52 და უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 3 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S