Accentnews.ge
დონეცკის გუბერნატორი - ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია

დონეცკის გუბერნატორი - ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია

05/01/2023 05:54:31 მსოფლიო

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა.

კირილენკოს თქმით, რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

„ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ ბახმუტს და არ აძლევენ მტერს წინსვლის საშუალებას, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ქალაქი ზარალდება. 60 პროცენტი განადგურებულია და მუდმივი დაბომბვა ხორციელდება“, - აღნიშნა კირილენკომ.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სექტორია. უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინული ძალები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს მისი აღების საშუალებას არ აძლევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S