Accentnews.ge
კონგრესის წარმომადგენელთა პალატა 6 კენჭისყრის შემდეგაც ახალი სპიკერის გარეშეა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა 6 კენჭისყრის შემდეგაც ახალი სპიკერის გარეშეა

05/01/2023 05:36:55 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ახალი, 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატა კვლავ სპიკერის გარეშეა. ამ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო სულ მცირე 218 ხმა თანაპარტიელებისგან ვერც 4 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ. მის სპიკერობას ულტრა-კონსერვატორი რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან.

ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც პირველად 3 იანვარს შეიკრიბა, ორ დღეში 6 კენჭისყრა ჩატარდა. ამ დროისთვის ბოლო, მეექვსე კენჭისყრისას მაკკარტიმ თანაპარტიელი რესპუბლიკელების 201 ხმა მიიღო. 20-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა სხვა კანდიდატს, ბაირონ დონალდსს, ერთმა კი, თავი შეიკავა. წარმომადგენელთა პალატის 212-ივე დემოკრატმა წევრმა ხმა მისცა თანაპარტიელ ჰაკიმ ჯეფრისს.

სპიკერის ასარჩევად კენჭისყრა 5 იანვარს გაგრძელდება.

კონგრესის ქვედა პალატაში მსგავსი ვითარება ბოლოს 100 წლის წინ იყო. 1923 წელს, ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატამაც ვერ შეძლო პირველივე სხდომაზე სპიკერის არჩევა და შედეგის მისაღწევად კენჭისყრის 9 ტური დასჭირდა. სანამ სპიკერი არჩეული არ არის, წარმომადგენელთა პალატის წევრები ფიცს ვერ დადებენ და ვერ შეძლებენ ახალ კანონებზე მუშაობას.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა სენატში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S