ზელენსკი: "აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს"
05/01/2023 05:30:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს".
„ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, თითოეული ქვეყნის ლიდერთან საუბრისას, ის ყოველთვის განიხილავს უკრაინის ინიციატივას – „ჩვენს მშვიდობის ფორმულას. ეს ათი ზუსტი პუნქტია. უსაფრთხოების ყველა ელემენტი“,- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბახმუტის მებრძოლებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს დიდ დანაკარგებს აყენებენ და მათ განდევნას ცდილობენ.


