Accentnews.ge
"ყირიმიდან დონბასამდე" - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა არმიის ფართომასშტაბიანი შეტევა დააანონსა

"ყირიმიდან დონბასამდე" - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა არმიის ფართომასშტაბიანი შეტევა დააანონსა

04/01/2023 19:58:40 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი „სერიოზული შეტევა“ გაზაფხულზე დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტში საომარი მოქმედებები „ყველაზე ცხელი“ იქნება, რის შემდეგაც უკრაინა „რუსეთს საბოლოოდ დაამარცხებს“. ”ეს მოხდება მთელ უკრაინაში, ყირიმიდან დონბასამდე”, - განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი 1991 წლის საზღვრამდე მიღწევაა.

ბუდანოვმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარებისთვის, მათ შორის იარაღისთვის.

„გპირდებით, რომ ახლა ეს [ომი] დიდხანს არ გაგრძელდება და ყველა გადასახადის გადამხდელი შეერთებულ შტატებში შეძლებს დაინახოს, სად წავიდა თითოეული ცენტი“, - თქვა ბუდანოვმა.

1991 წლის საზღვრებში, დონბასის ანექსირებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების გარდა, უკრაინა მოიცავს ყირიმს. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ ნახევარკუნძულს და გამოიყენონ ნებისმიერი იარაღი მის დასაბრუნებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S