Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - ოკუპირებული ზაპოროჟიეს ქალაქ ტოკმაკზე იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებულია 80 რუსი სამხედრო

უკრაინის გენშტაბი - ოკუპირებული ზაპოროჟიეს ქალაქ ტოკმაკზე იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებულია 80 რუსი სამხედრო

04/01/2023 17:50:33 მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 3 იანვარს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებულია 80 რუსი სამხედრო.

თუმცა, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსული მხარე დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ​ ბახმუტთან 300 მეტრით წინ წაიწიეს.

მისი ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას, თუმცა მოწინააღმდეგის მიახლოებასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მათ უკან დაიხიეს, რის შემდეგაც უკრაინული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ და 300 მეტრით წინ წაიწიეს და პოზიციები გაიმყარეს.

რუსული ძალები ბახმუტის აღებას უკვე ნახევარი წელია, ცდილობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S