უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური – უკრაინული ძალები ბახმუტის მიმართულებით 300 მეტრით დაწინაურდნენ
04/01/2023 17:26:16 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის მიმართულებით 300 მეტრით დაწინაურდნენ და ოკუპანტების წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ახალი პოზიციები დაიკავეს.
„თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა, მტერმა ზარალი განიცადა და გაქცევა დაიწყო. დამპყრობლების პანიკური უკანდახევის დანახვისას, სწრაფი შეტევით ჩვენმა მებრძოლებმა დაიკავეს მათი პოზიციები. ცხრა დამპყრობელი განადგურდა და ოცამდე რუსი დამპყრობელი დაიჭრა. ამჟამად თავდაცვის ძალები 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან“ –იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.


