ბუდანოვი: "ვფიქრობ, პუტინი ძალიან მალე მოკვდება"
04/01/2023 16:58:51 მსოფლიო
"ვფიქრობ, პუტინი ძალიან მალე მოკვდება", – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ABC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ის [პუტინი] უკვე ძალიან დიდხანს არის ავად, დარწმუნებული ვარ, რომ კიბო აქვს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოკვდება. იმედი მაქვს, ძალიან მალე”, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ პუტინს კიბო აქვს: “ჩვენ უბრალოდ ვიცით ეს”.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ეს ინფორმაცია პუტინთან ახლოს მყოფი წყაროებიდან მიიღო თუ არა, ბუდანოვმა უპასუხა: “დიახ”.
“ეს ომი მის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს… მას 2023 წელს მოვიგებთ”, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, "პუტინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება, რაც მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს”.


