
პატრიარქი: "ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება, მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის"
04/01/2023 15:54:22 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
„ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია პატრიარქის სამადლობელ სიტყვაში.
დღეს პატრიარქი 90 წლის გახდა. ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.