Accentnews.ge
თურქეთში საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს სახლის შესაძენად მთავრობა შეღავათს სთავაზობს

თურქეთში საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს სახლის შესაძენად მთავრობა შეღავათს სთავაზობს

04/01/2023 15:49:40 მსოფლიო

თურქეთის მთავრობამ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის შეღავათიანი საცხოვრებლის პროგრამა შექმნა.

თურქული მედიის ცნობით, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხი 5 მილიონ თურქულ ლირამდე ($266,800) იქნება 15 წლამდე ვადით და წლიური საპროცენტო განაკვეთი დაიწყება 0,69 პროცენტიდან.

პროგრამის ფარგლებში თურქეთის ტერიტორია დაყოფილია სამ ზონად: პირველი მოიცავს სტამბულს, მეორე – ანკარას, იზმირს, ბურსას, ანტალიას, მერსინსა და მუღლუს, ხოლო მესამე – ქვეყნის ყველა სხვა პროვინციას.

პროგრამის პირობები ვრცელდება მხოლოდ ახალ საცხოვრებელ სახლებზე.

პროგრამით მოსარგებლე თურქეთის მოქალაქეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და უნდა ჰქონდეს მინიმუმ, ერთწლიანი ცხოვრების გამოცდილება იმ პროვინციაში, სადაც სახლის შეძენა სურს. ხოლო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საცხოვრებლის გაყიდვა მოქალაქეს არ შეეძლება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები წინა წელთან შედარებით, 188 %–ით გაიზარდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S