
პრემიერი: "მეუღლესთან ერთად ვესტუმრე ილია მეორეს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს"
04/01/2023 14:49:59 საზოგადოება
"დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
მთავრობის მეთაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.