ყირიმში, რუსეთის საჰაერო ბაზასთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
04/01/2023 14:49:32 მსოფლიო
ყირიმში, სოფელ ბელბეკში მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზასთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
ბელბეკის ბაზაზე განთავსებულია რუსეთის საჰაერო ძალების 38-ე დანაყოფი, რომელიც 2022 წლის აგვისტოში "დრონებით" განხორციელებული იერიშის სამიზნე გახდა. მას შემდეგ ყირიმში საჰაერო თავდაცვა რეგულარულად მოჰყავთ მობილიზაციაში.
ნახევარკუნძულის საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ არეალში "მთავარ საფრთხეს "დრონების" შეტევები წარმოადგენს".


