Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროკავშირმა ყველაფერი სცადა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს გონებაში მხოლოდ მეზობელი ქვეყნის განადგურება უტრიალებდა"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროკავშირმა ყველაფერი სცადა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს გონებაში მხოლოდ მეზობელი ქვეყნის განადგურება უტრიალებდა"

04/01/2023 11:51:43 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, "ევროკავშირმა ყველაფერი სცადა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გონებაში მხოლოდ მეზობელი ქვეყნის განადგურება უტრიალებდა"​.

ამის შესახებ მან პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"პუტინის პოზიციაა მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია იარაღის მიწოდების გაგრძელება კიევისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და ხალხის სიცოცხლის გადარჩენა", – განაცხადა ბაერბოკმა.

მისი თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S