Accentnews.ge
მედია - „ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს

მედია - „ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს

04/01/2023 11:33:26 მსოფლიო

„ომიკრონის“ განშტოებამ XBB.1.5 აშშ-ში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს, – იუწყება CNN.

XBB.1.5 ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, რაც დეკემბრის თვეში ახალი ინფექციების ოთხი%-dan დან 41%-მდე ზრდას ნიშნავს.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში შემთხვევების 75 % „ომიკრონის“ ახალ განშტოებაზე მოდის.

ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ ამ ქვეხაზს აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

XBB.1.5 პირველად ნიუ-იორკსა და კონექტიკუტში ოქტომბრის ბოლოს აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S