Accentnews.ge
როგოზინი – საფრანგეთის ელჩს: "მაკრონს ჩემი სხეულიდან ამოღებული Caesar-ის ჭურვის ნამსხვრევი გადაეცით და უთხარით, რომ დონბასში დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"

როგოზინი – საფრანგეთის ელჩს: "მაკრონს ჩემი სხეულიდან ამოღებული Caesar-ის ჭურვის ნამსხვრევი გადაეცით და უთხარით, რომ დონბასში დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"

04/01/2023 11:14:07 მსოფლიო

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, „როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა რუსეთში საფრანგეთის ელჩ პიერ ლევის კონვერტით გაუგზავნა ჭურვის ნამსხვრევი, რომელიც, მისი თქმით, ექიმებმა მისი სხეულიდან ამოიღეს.

"მოგმართავთ თხოვნით, ნამსხვრევი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადასცეთ და უთხრათ მას, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ნატო–ს სხვა წევრების დანაშაულებისთვის დონბასში", – ნათქვამია როგოზინის მიმართვაში.

როგოზინის თქმით, ქირურგებმა მისი სხეულიდან ამოიღეს 155-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar-ის ჭურვის ნამსხვრევი. როგორ დადგინდა ნამსხვრევის წარმომავლობა, როგოზინის წერილში დაზუსტებული არ არის.

როგოზინის წერილის შესახებ ფრანგულ მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დმიტრი როგოზინი 21 დეკემბერს ანექსირებულ დონეცკში დაიჭრა. შენობას, რომელშიც მის გარდა იმყოფებოდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები, ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, როგოზინი და მისი თანმხლები პირები, მათ შორის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო დაიჭრნენ.

უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S