Accentnews.ge
პრიგოჟინი: ბახმუტში ყოველი სახლი ციხესიმაგრეა,  უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის 500-მდე ხაზი აქვთ შექმნილი

პრიგოჟინი: ბახმუტში ყოველი სახლი ციხესიმაგრეა,  უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის 500-მდე ხაზი აქვთ შექმნილი

04/01/2023 10:27:31 მსოფლიო

რუსი ოლიგარქი და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში რუსული ჯარების წინსვლის სირთულეებზე საუბრობს.

"ბახმუტში უკრაინელმა სამხედროებმა შექმნეს თავდაცვის ხუთასამდე ხაზი, ამიტომ წინსვლა დიდი სირთულეებით მიდის" - თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

"არტემოვსკში [ბახმუტი] ყოველი სახლი ციხესიმაგრეა. ბიჭები ყოველი სახლისთვის იბრძვიან, ზოგჯერ ერთ დღეზე მეტსაც. ზოგჯერ კვირებით", - განუცხადა პრიგოჟინმა "რია ნოვოსტის".

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute fot the Study of War-ის (ISW) 3 იანვრის ანგარიშის მიხედვით, პრიგოჟინი ქმნის საინფორმაციო გარემოს იმისთვის, რომ თუ ბახმუტის აღებას ვაგნერელები ვერ შეძლებენ, წარუმატებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჰბრალდეს.

აქამდე, გასული წლის დეკემბერში პრიგოჟინი ამბობდა, რომ ვაგნერის მებრძოლები ბახმუტში ყოველდღე 100-200 მეტრით წინაურდებოდნენ.

დონეცკის ოლქში მდებარე ბახმუტში უკვე რამდენიმე თვეა რაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S