Accentnews.ge
სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან 2018 წელს ხელმოწერილი ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერებას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან 2018 წელს ხელმოწერილი ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერებას არ გამორიცხავს

04/01/2023 10:24:59 მსოფლიო

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან 2018 წელს ხელმოწერილი ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა განაცხადა.

"იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთი საჰაერო სივრცეს კვლავ დაარღვევს, სამხრეთ კორეა ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერების საკითხს განიხილავს", – განაცხადა იუნ სოკ იოლმა.

2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის იმდროინდელ პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც კრძალავს "მტრულ ქმედებებს" სასაზღვრო ზონაში. საზღვრის ირგვლივ ფრენები აკრძალულია და ზონა მაქსიმალურად დემილიტარიზებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S