Accentnews.ge
ერდოღანი: თურქეთის ხელისუფლება რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ავტორიტეტის განმტკიცების პოლიტიკას გააგრძელებს

ერდოღანი: თურქეთის ხელისუფლება რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ავტორიტეტის განმტკიცების პოლიტიკას გააგრძელებს

04/01/2023 10:03:55 მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლება რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ავტორიტეტის განმტკიცების პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ასევე აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, - ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრებს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში მიღწეულ წარმატებებზე.

„სტამბოლის მახლობლად სილივრის გაზის საწყობის პოტენციალი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. გაორმაგდა ტრანსანატოლიური მილსადენით (TANAP) გაზის მოცულობა. თურქეთის საბურღი ფლოტის ყველაზე თანამედროვე გემი - "აბდულჰამიტ ხანი" საბადოების მოძიებას აგრძელებს. პარალელურად, 8 ათასი სპეციალისტის მონაწილეობით, შავი ზღვის თურქულ სექტორში საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების პროექტის განხორციელება გრძელდება. ამ საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. შავი ზღვის გაზმომარაგების პროექტის პირველი ეტაპი მარტის ბოლოს იგეგმება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S