
ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო
04/01/2023 10:07:43 საზოგადოება
ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქცია.“.
აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშა ჰქონდათ მიტანილი, ასევე ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას!“.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.