Accentnews.ge
Bayraktar-მა 2022 წელს $1,18 მილიარდის დრონები გაიტანა ექსპორტზე

Bayraktar-მა 2022 წელს $1,18 მილიარდის დრონები გაიტანა ექსპორტზე

04/01/2023 09:44:10 მსოფლიო

უპილოტო სამხედრო თვითმფრინავის მწარმოებელმა კომპანია Bayraktar-მა 2022 წელს დრონების ექსპორტისგან 1,18 მილიარდი დოლარი მიიღო.

Baykar-ის საბჭოს თავმჯდომარემ სელჩუკ ბაირაქტარმა Twitter-ზე დაწერა, რომ გასული წლის განმავლობაში საექსპორტო კონტრაქტები გაფორმდა 18 ახალ ქვეყანასთან და ზოგადად, იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომლებიც დაინტერესდნენ Baykar-ის ხაზით, 27-ს მიაღწია.

ამასთან, კომპანიის შემოსავლების 99,3 პროცენტი ექსპორტზე მოდის.

„ჩვენი კომპანიის დრონები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით თურქეთის განვითარებაში!“ - წერს ბაირაქტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S