Accentnews.ge
მედია: ჩინეთში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო კრემატორიუმები გადატვირთულია

მედია: ჩინეთში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო კრემატორიუმები გადატვირთულია

04/01/2023 09:18:17 მსოფლიო

ჩინეთში დაღუპულთა რიცხვის ზრდამ COVID-19-ის მასიური გავრცელების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით კრემატორიუმები გადატვირთა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის დამკრძალავი ბიუროების თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება.

კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების მკვეთრი მატება ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ გადაწყვიტა შეემსუბუქებინა საკარანტინო ზომები ჩაკეტვის საწინააღმდეგო პროტესტის გამო.

გავრცელების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება COVID-19-ის შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონობით ჩინეთის მოქალაქე ინფიცირდება COVID-19–ით.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Airfinity-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს, დღეში დაახლოებით 9000 ადამიანი იღუპებოდა ჩინეთში კოროვირუსული ინფექციით. Airfinity ვარაუდობს, რომ დაღუპულთა პიკი 23 იანვარს იქნება და ის დღეში დაახლოებით 25,000-სს მიაღწევს.

ევროკავშირმა შესთავაზა ჩინეთს COVID-19-ის უფასო ვაქცინები, რათა დაეხმაროს პეკინს ინფექციის მასიური აფეთქების შეკავებაში.

ჩინეთში COVID-19 ინფექციების ტალღის გამო, გასულ კვირას რამდენიმე ქვეყანამ დაამტკიცა სავალდებულო ტესტირება ჩინეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის, მათ შორის არიან იტალია, შეერთებული შტატები, იაპონია, ინდოეთი და მალაიზია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S