მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი: ებრაელებმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ რუსეთი
04/01/2023 08:32:38 მსოფლიო
ებრაელებმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ რუსეთი, მანამ სანამ ისინი გახდებიან უკრაინის ომით გამოწვეული პრობლემების "განტევების ვაცი", - განუცხადა Guardian-ს მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინხას გოლდშმიტმა.
მისი თქმით, სანამ რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, მასში ანტისემიტიზმი იზრდება. „ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ ეშვება რკინის ფარდა. ამიტომ მე მჯერა, რომ რუსი ებრაელებისთვის საუკეთესო ვარიანტი წასვლაა“, - განაცხადა გოლდშმიტმა.
მან დასძინა, რომ "თუ რუსეთის ისტორიას გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაელებზე ცდილობდა".
მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ სასულიერო პირებისგან უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის საჯარო მხარდაჭერა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა რუსეთიდან დაახლოებით 40 000 ებრაელი დააბრუნა.


